რაგბი | ბექა შვანგირაძის მეხუთე ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT

გაიმართა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) 26-ე ტურის შეხვედრები.

„ორიაკის“ შემადგენლობაში თავი გამოიჩინა ბექა შვანგირაძემ, რომელმაც „გრენობლთან“ გასვლით შეხვედრაში ლელოს დადება მოახერხა, თუმცა მისი გუნდი 10:55 დამარცხდა.

ამ მატჩში მონაწილეობა შვიდმა ქართველმა მორაგბემ მიიღო. მასპინძლეთა რიგებში სასტარო შემადგენლობაში იყო ირაკლი აფციაური (52 წუთი ითამაშა), ლუკა გოგინავა და გიორგი ჯავახია კი შეცვლაზე შევიდნენ.

„ორიაკის“ სასტარტო შემადგენლობაში თამაში სამმა ქართველმა დაიწყო – ბექა შვანგირაძემ სრულად ითამაშა, ლუკა ნიორაძე და მიხეილ ალანია 63-ე წუთზე შეცვალეს, ალექსანდრე ბურდული კი შეხვედრაში 46-ე წუთიდან ჩაერთო.

შვანგირაძისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეხუთე ლელოა.

26 ტურის შემდეგ „გრენობლი“ 65 ქულით მეხუთე ადგილზეა, „ორიაკმა“ კი 52 ქულა დააგროვა და მე-12 პოზიციაზეა.