რაგბი | ბექა შვანგირაძემ TOP 14-ის მიმდინარე სეზონში პირველი ლელო დადო [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ დივიზიონში (TOP 14) ახალი სეზონი დაიწყო და „ლიონის“ ქართველმა ლეგიონერმა, ბექა შვანგირაძემ პირველივე ტურში გამოიჩინა თავი.
ლიონელები საკუთარ მოედანზე „კლერმონს“ შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 40:36 აჯობეს.
მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში თამაში ბექა საღინაძემ, ბექა შვანგირაძემ და ირაკლი აფციაურმა დაიწყეს, საღინაძემ და შვანგირაძემ სრულად ითამაშეს, აფციაური მე-60 წუთზე შეცვალეს. შვანგირაძემ 44-ე წუთზე ახალ სეზონში პირველი ლელო მიითვალა და „ლიონის“ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა.
სტუმართა სასტრატო შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ახალაძე და გიორგი ძმანაშვილი – ორივე 48-ე წუთზე შეცვალეს.