რაგბი | ბექა საღინაძემ და დავით ნინიაშვილმა „ლიონში“ შედეგიანი მატჩი ჩაატარეს [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველ დივიზიონში (TOP 14)  მე-17 ტურის მატჩები გაიმართა.

ბექა საღინაძისა და დავით ნინიაშვილის შედეგიანი თამაშის მიუხედავად, „ლიონი“ სტუმრად 25:30 დამარცხდა „კასტრთან“. არადა, ლიონელები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყვნენ, შეხვედრის დასაწყისში გატანილ ჯარიმებს ბექა საღინაძის მიერ დადებული ლელო მოჰყვა, ერთი ზუსტი საჯარიმო დარტყმა ნინიაშვილმაც შეასრულა, მაგრამ შეხვედრის დასკვნით 10-წუთიან მონაკვეთში მასპინძლებმა ორი ჯარიმა გაიტანეს და შეხვედრის მოგებაც მოახერხეს.

საღინაძე და ნინიაშვილი სასტრატო შემადგენლობაში იყვნენ, დავითმა სრულად ითამაშა, ბექა კი 53-ე წუთზე ბექა შვანგირაძემ შეცვალა.

საღინაძისთვის ეს წელს საფრანგეთის ჩემპიონატში მეორე ლელოა, ნინიაშვილის ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში სამი ლელო და ერთი ზუსტად შესრულებული ჯარიმაა.