რაგბი | ბექა საღინაძემ ჩელენჯ თასის ნახევარფინალში ლელო დადო - „ლიონი“ ფინალში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

რაგბის ჩელენჯ თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ფრანგული კლუბები – „ლიონი“ (სადაც დავით ნინიაშვილი, ბექა საღინაძე,  ბექა შვანგირაძე და ირაკლი აფციაური თამაშობენ) და „რასინგი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა „ლიონმა“ 29:15 მოიგო და ფინალში გავიდა.

გამარჯვებაში წვლილი ქართველ მორაგბეებსაც მიუძღვით. დავით ნინიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო ბექა საღინაძე მოედანზე შეცვლაზე შევიდა და 51-ე წუთზე ლელო დადო. ეს ჩელენჯ თასზე საღინაძის მეორე ლელოა.

„რასინგის“ შემადგენლობაში გურამ გოგიჩაშვილი შეხვედრაში 46-ე წუთიდან ჩაერთო.

ჩელენჯ თასის ფინალში 23 მაისს „ლიონი“ ინგლისურ „ბას რაგბის“ დაუპირისპირდება.