რაგბი | ბექა გორგაძის პირველი ლელო საფრანგეთის TOP 14-ში [ვიდეო] #1TVSPORT

12:49, 13.09.2026

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ დივიზიონში (TOP 14) მეორე ტურის მატჩები გამართა.

„პომ“ საკუთარ მოედანზე „ბაიონა“ 70:28 დაამარცხა. მასპინძელთა ანგარიშზე 10 ლელოა, რომელთაგან ერთი „პოს“ ქართველმა კაპიტანმა, ბექა გორგაძემ დადო და ახალ სეზონში პირველი ლელო მიითვალა.

ორი ტურის შემდეგ „პოს“ ორიდან ორი მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

მსგავსი