რაგბი | ბექა გორგაძემ TOP 14-ში მე-100 მატჩი ჩაატარა - ქართველები საფრანგეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ (TOP 14) და მეორე დივიზიონში (PRO D2) მორიგი ტურის მატჩები გაიმართა.
ეს ტური გამორჩეული იყო „პოს“ ქართველი კაპიტნის, ბექა გორგაძისთვის, რომელმაც საფრანგეთის TOP 14-ში მე-100 მატჩი ჩაატარა.
საიუბილეო შეხვედრა წარმატებული გამოდგა „პოსთვისაც“, რომელმაც ჩემპიონთა თასის მოქმედი გამარჯვებული და საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი „ბორდო“ 39:17 დაამარცხა.
ავტორიტეტულმა გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ბექა გორგაძე და „პოს“ პირველხაზელი ლექსო ყაულაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
ტურის სიმბოლურ ნაკრებში კიდევ ორი ქართველი მოხვდა საფრანგეთის მეორე დივიზიონიდან – „მონ დე მარსანიდან“ იოანე იაშაღაშვილი და „მონტობანიდან“ გიორგი კვესელაძე.