რაგბი | ბექა გორგაძე - მსოფლოს საუკეთესო ნაკრებებთან თამაში ყოველთვის სასიამოვნოა #1TVSPORT
ავსტრალიაში გამართულმა რაგბის 2027 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრამ საქართველოს ნაკრების მეოქეები გამოავლინა. „ბორჯღალოსნები“ B ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეები სამხრეთ აფრიკის, იტალიისა და რუმინეთის ნაკრებები იქნებიან.
წილისყრის შედეგებზე კომენტარი საქართველოს მორაგბეთ ნაკრების კაპიტანმა, ბექა გორგაძემ გააკეთა:
„შესაძლებელი იყო, უფრო რთულ ჯგუფშიც მოვხვედრილიყავით. მსოფლოს საუკეთესო ნაკრებებთან თამაში ყოველთვის სასიამოვნოა და ამასთანავე დიდი გამოწვევაცაა. მსოფლიო თასზე აუტსაიდერების რანგში ვიქნებით და ეს, შესაძლოა, ჩვენთვის კარგიც იყოს.
სამხრეთ აფრიკის ნაკრები მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი და უძლიერესი გუნდია. მათთან რთული და დაძაბული თამაში გველის და ვეცდბით, ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ.
როდესაც ბოლოს იტალიის ნაკრებს შევხვდით, ისინი უპირობო ფავირიტებად იყვნენ მიჩნეულნი, მაგრამ ბოლოს მხოლოდ ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომებისა და სათამაშო დისციპლინის დარღვევის გამო დავმარცხდით. ასე რომ, მათთან წარმატების მიღწევა შეგვიძლია. საქართველოსთან თამაშის დროს იტალიელები გარკვეული წნეხის ქვეშ არიან, ჩვენ კი დასაკარგავი არაფერი გვაქვს და შეგვიძლია, გავრისკოთ“.
რაგბის მსოფლიო თასი 2027 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყება და 13 ნოემბრამდე გასტანს.