რაგბი | „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა #1TVSPORT
რაგბი | „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა #1TVSPORT

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის (დიდი ათი) დიდ ფინალში „ბათუმმა“ ქუთაისის „არესი“ 38:6 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ბათუმელებმა მეტოქეს ხუთი ლელო დაუდეს, გიორგი მარგალიტაძემ დუბლი შეასრულა, თითოჯერ გამოიჩინეს თავი პიტერ ვილიამსმა, ზურაბ ნინიძემ და თორნიკე გაბელაიამ. ხუთი ლელოდან სამი ვაჟა მიქაძემ გარდასახა (მის ანგარიშზე ერთუ ზუსტი საჯარიმო დარტყმაცაა), ორჯერ კი თავი ბექა ნოზაძემ გამოიჩინა. ქუთაისელთაგან ორი ზუსტი ჯარიმა ფურცხვანიძემ შეასრულა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მარგალიტაძე დაასახელეს.

„ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ, სულ კი მეექვსედ (1999, 2002, 2019, 2022, 2025, 2026) გახდა, ვერცხლის მედლები „არესმა“ მოიპოვა, ბრინჯაო კი – ქუთაისის „აიამ“.