რაგბი | „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა #1TVSPORT
რაგბი | „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა #1TVSPORT

ქუთაისში საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის (დიდი 10) ფინალური მატჩი გაიმართა – „ბათუმმა“ ქუთაისის „აია“ 14:10 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეხუთედ მოიპოვა.

გუნდებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, მე-15 წუთზე ბათუმელები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, არბიტრმა ვაჟა თაგაურს წითელი ბარათი აჩვენა და სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ.

პირველი ტაიმში „აიას“ მორაგბებმა ერთი გარდასახული ლელო (გიორი ფრუიძე/გიორგი ბარნაბაშვილი) და ერთი არეკნი (გიორგი ბაბუნაშვილი) მიითვალეს, ბათუმელებმა კი სამი ჯარიმა გაიტანეს (ბუბა ნოზაძე) და პირველი ტაიმი „აიამ“ 10:9 მოიგო.

მეორე ტაიმი ბათუმელებმა უკეთესად ჩაატარეს და ერთ-ერთი შეტევს დროს სერგი ჩხაიძემ ლელოს დადებაც მოახერხა, რომელიც გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

საბოლოოდ „ბათუმმა“ 14:10 მოიგო და მეხუთედ გახდა საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული.

საქართველოს ჩემპიონები: „ლოკომოტივი“ – 10, „ლელო“ – 6, „აია“ – 5, „ბათუმი“ – 5, „ყოჩები“ – 3, „ხარები“ – 2, „არმია“ – 1, „გუმარი“ – 1, „ჯიქი“ – 1.