რაგბი | ბაჩუკი ბარათაშვილი 20-წლამდელთა მსოფლიო თასის მესამე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში მასპინძელ იტალიასთან ფრედ, 19:19 ითამაშა.
მესამე ტურის შემედგ გამოცემა Nextgenxv-მა ტური შეაჯამა და სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც უმცროსი „ბორჯღალოსნების“ წევრი ბაჩუკი ბარათაშვილი მოხვდა.
„იტალიასთან ფრედ დასრულებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების წევრი ბაჩუკი ბარათაშვილი თავისი გუნდის შეტევების ერთ-ერთი წარმმართველი იყო. მისი შეტევების შემდეგ იტალიელთა დაცვა დიდ წნეხში ექცეოდა და საქართველოს ნაკრებს დიდ უპირატესობას სძენდა“, – ასე ახასიათებს გამოცემა ბარათაშვილის თამაშს.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე ესპანეთის 20-წლამდელთა ნაკრები იქნება – მატჩი 14 ივლისს, 17:30 საათზე გაიმართება.