რაგბი | ალექსანდრე ქუნთელია „მიდი ოლიმპიკმა“ ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა #1TVSPORT
რაგბი | ალექსანდრე ქუნთელია „მიდი ოლიმპიკმა“ ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა #1TVSPORT

სარაგბო გამოცემამ, „მიდი ოლიმპიკმა“ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის (TOP 14) მე-8 ტური შეაჯამა და სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც „ლა როშელის“ შერკინების ბურჯი ალექსანდრე ქუნთელია მოხვდა – „მიდი ოლიმპიკმა“ ქართველის თამაში 7.5 ქულით შეაფასა.

„სეზონის დასაწყისში „ლა როშელს“ შერკინებაში გაუჭირდა და ამ ვითარებაში მხსნელად ალექსანდრე ქუნთელია მოევლინა, რომელიც გუნდის ერთ-ერთი საყრდენი გახდა. აქტიური მოთამაშეა, მუდმივად ბურთთან კონტაქტშია და გუნდს წინსვლაში ეხმარება. 23 წლის ქუნთელია „ლიონთან“ მატჩშიც გამორჩეული იყო“.

„ლა როშელმა“ „ლიონი“ 36:19 დაამარცხა, გუნდი 20 ქულით მე-7 ადგილზეა და ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ლიონელებთან შეხვედრაში ერთი ლელო დავით ნინიაშვილის ანგარიშზეა.