რაგბი | ახალი ზელანდიის ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა და მსოფლიო თასზე მესამე ადგილი დაიკავა #1TVSPORT

20:32, 18.07.2026

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასზე, მესამე ადგილისთვის მატჩში ახალი ზელანდიის ნაკრებმა ინგლისი 41:26 დაამარცხა.

პირველი ტაიმი ინგლისელებმა 14:10 მოიგეს. ზელანდიელებმა მეორე ტაიმში ვითარება გამოასწორეს, მეტოქეს ხუთი ლელო დაუდეს (სულ თამაშში – შვიდი), მატჩიც მათი გამარჯვებით დასრულდა და მსოფლიო თასზე გამოსვლა მესამე ადგილზე დაასრულეს.

დღესვე ტურნირის ფინალური მატჩში საფრანგეთის ნაკრები მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკას დაუპირისპიდება – შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი