რაგბი | ახალაძის დუბლი და მელიქიძის პირველი ლელო საფრანგეთის TOP-14-ში #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ დივიზიონში (TOP-14) მესამე ტურის მატჩები გაიმართა – თავი ორმა ქართველმა მორაგბემ გამოიჩინა.
„კლერმონმა“ საკუთარ მოედანზე „პოს“ უმასპინძლა და ბონუსქულით დაამარაცხა – 50:27.
ანგარიში მასპინძლებმა გიორგი ახალაძის მიერ დადებლი ლელოთი გახსნეს, ქართველმა ლეგიონერნა მეორე ტაიმში კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და ამ მატჩში – მეორე, სულ სეზონში კი მესამე ლელო მიითვალა.

ახალ სეზონში „სტად ფრანსეში“ პირველი ლელო დადო გიორგი მელიქიძემ, მაგრამ მისი გუნდი „ლიონთან“ გასვლით მატჩში დამარცხდა – 37:42.
მესამე ტურის კიდევ ერთი შეხვედრაში 21 სექტემბერს დავით ნინიაშვილის „ლა როშელი“ სტუმრად „ტულონს“ დაუპირისპირდება.