რაგბის 2023 წლის მსფოლიო ჩემპიონატის კალენდარი ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და ცნობილი გახდა, ტურნირზე მოხვედრის შემთხვევაში, ვის წინააღმდეგ მოუწევთ „ბორჯღალოსნებს“ თამაში.
მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად საქართველოს ნაკრებმა, პირველ რიგში, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე პირველი ან მეორე ადგილი უნდა დაიკავოს, მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი რეპეშაჟში მოუწევს გამარჯვება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ბორჯღალოსნები“ ამ ტურნირს უკვე ძალიან დიდი ხანია ტრიუმფით ასრულებენ, ჩვენი ნაკრები C ჯგუფში მოხვდება, სადაც ავსტრალია, ფიჯი და უელსი იმყოფებიან, მეოთხე ნაკრები კი რეპეშაჟის შედეგად გაირკვევა.
A ჯგუფი
საფრანგეთი, ახალი ზელანდია, იტალია, ამერიკა 1, აფრიკა 1.
B ჯგუფი
სამხრეთ აფრიკა, ირლანდია, შოტლანდია, აზია/წყნარი ოკეანეთი, ევროპა 2.
C ჯგუფი
უელსი, ავსტრალია, ფიჯი, ევროპა 1, რეპეშაჟის გამარჯვებული.
D ჯგუფი
ინგლისი, იაპონია, არგენტინა, ოკეანეთი 1, ამერიკა 2.
გახსნით მატჩს ტურნირის მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები ახალი ზელანდიის წინააღმდეგ 8 სექტემბერს გამართავს.