რაგბი | 20-წლამდელთა ნაკრების წევრები ლუკა ნარსია და თემურ ძოძუაშვილი „შავ ლომში“ ითამაშებენ #1TVSPORT

13:41, 09.07.2026

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების წევრები – გუნდის კაპიტანი, მესამეხაზელი ლუკა ნარსია და ცხრა ნომერი თემურ ძოძუაშვილი კარიერას „შავ ლომში“ გააგრძელებენ.

ნარსიამ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში საქართველოში მიმდინარე  მსოფლიო თასზე, ბოლო ტურში ურუგვაისთან მატჩში სამი ლელო დადო, ძოძუაშვილმა კი ერთი ლელოთი გამოიჩნა თავი.

„შავი ლომი“ ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს ჩელენჯ თასზე, სადაც მესამე ჯგუფში მოხვდა – მისი მეტოქეები „ტულონი“ (საფრანგეთი), „ვანი“ (საფრანგეთი), „ჰარლიქვინზი“ (ინგლისი), „ედინბურგი“ (შოტლანდია) და „ოსფრიზი“ (უელსი) იქნებიან.

მსგავსი