რაგბი | 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე შოტლანდიამ გამოსვლა მეხუთე ადგილზე დაასრულა, ბოლო ადგილზე ურუგვაი გავიდა #1TVSPORT

00:48, 18.07.2026

თბილისსა და ქუთაისში მიმდინარე 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასზე მორიგი მატჩები გაიმართა.

მეხუთე ადგილის ფინალში შოტლანდიამ უელსი 28:21 დაამარცხა, შესაბამისად, მსოფლიო თასზე გამოსვლა შოტლანდიამ მეხუთე ადგილზე დაასრულა, უელსმა – მეექვსეზე.

მეშვიდე ადგილი წილად ავსტრალიის ნაკრებს ხვდა, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში არგენტინას 52:29 სძლია.

მეცამეტე ადგილზე იაპონიის ნაკრები გავიდა – აზიელებმა ესპანეთის ნაკრებს 34:26 მოუგეს.

ბოლო  ორი ადგილი კი აშშ-სა და ურუგავის ნაკრებებმა გაითამაშეს – ამერიკელებმა მეტოქე 39:15 დაამარცხეს და მე-15 ადგილზე გავიდა, ურუგვაიმ კი ბოლო, მე-16 ადგილი დაიკავა.

18 ივლისს დარჩენილი მატჩები გაიმართება. საქართველოს ნაკრები 18:00 საათზე მე-11 ადგილის ფინალში ფიჯის დაუპირისპირდება, მე-9 ადგილისთვის იტალია და ირლანდია (20:30) ითამაშებენ – ეს მატჩები ქუთაისში, „აია არენაზეა“ დაგეგმილი.

ტურნირის კულმინაციას კი თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს – 18:00 საათზე მესამე ადგილისთვის ახალი ზელანდიისა და ინგლისის ნაკრებები ითამაშებენ, 20:30 საათზე კი ფინალი დაიწყება, რომელშიც საფრანგეთი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს შეხვდება – მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთვაზებთ.

მსგავსი