რაგბი | 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი ახალ ზელანდიასთან გამართა #1TVSPORT
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მეორე ტურის შეხვედრა ახალ ზელანდიასთან გამართა და 19:38 დამარცხდა
ახალი ზელანდია – საქართველო 38:19
ახალი ზელანდია
ლელო: ჰარლინ საუნოა (2), ხავიერ ტრეასი, ელი ოუდენრუნი, აისაკე ვაკასიუოლა, მალონი კუნავავე
გარდასახვა: რიკო სიმპსონი (4)
სინბინი: ფრანკ ვაენუკუ (65)
საქართველო
ლელო: მიხეილ ხახუბია, მიხეილ შიოშვილი, შოთა ხელაძე
გარდასახვა: ლუკა თაყაიშვილი (2)
სინბინი: ლუკა კეშელავა (14), ბაჩუკი ბარათაშვილი (23)
საქართველოს ნაკრები მე-10 წუთზე მიხეილ ხახუბიას მიერ დადებული ლელოთი დაწინაურდა, რომელიც ლუკა თაყაიშვილმა ზუსტად გარდასახა. მე-14 წუთზე ზელანდიელებმა ანგარიში გაათანაბრეს, რასაც მალე ლუკა კეშელავას 10 წუთით გაძევება მოჰყვა. მიუხედავად ამისა, უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მეორე ლელოს დადება მოახერხეს და კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ.
თამაშის სურათი 23-ე წუთიდან შეიცვალა, როდესაც საქართველოს ნაკრები მოედანზე 13 მოთამაშით დარჩა, ზელანდიამ რიცხვობრივი უპირატესობით კარგად ისარგებლა და პირველი ტაიმი 31:14 მოიგო.
მეორე ტაიმში გუნდებმა თითო ლელოს დადება მოახერხეს და საბოლოოდ მატჩი ზელანდიელთა გამარჯვებით, 38:19 დასრულდა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ჯგუფის მესამე მატჩს მასპინძელ იტალიასთან 9 ივლისს გამართავს – შეხვედრა 22:30 საათზე დაიწყება.