რაგბი | 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილის დასაკავებლად იტალია ბონუსქულით უნდა დაამარცხოს #1TVSPORT
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქრთველოს ნაკრები 9 ივლისს ჯგუფის ბოლო შეხვედრას ტურნირის მასპინძელ იტალიის ნაკრებთან გამართავს – შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.
ამ მატჩამდე C ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში ახალი ზელანდიის ნაკრებმა ირლანდია 69:22 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
ზელანდიელებმა ახალგაზრდა ირლანდიელებს 11 ლელო დაუდეს და ბონუსუქლა მოიპოვეს. ირლანდიამ ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა 6 ქულით დაასრულა.
ამ შედეგის გათვალისწინებით, უმცროს „ბორჯღალოსნებს“ ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შანსი აქვთ, ამისათვის ლადო კილასონიას გაწვრთნილმა გუნდმა იტალია ბონუსქულით უნდა დაამარცხოს.