რაგბი | 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა მასპინძელ იტალიასთან ფრედ ითამაშა #1TVSPORT
რაგბი | 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა მასპინძელ იტალიასთან ფრედ ითამაშა #1TVSPORT

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ქვეჯგუფის ბოლო მატჩი იტალიასთან გამართა და ფრედ – 19:19 ითამაშა.


საქართველო – იტალია 19:19


საქართველო

ლელო: მიხეილ ხახუბია, გიორგი სპანდერაშვილი, მიხეილ შიოშვილი

გარდასახვა: ლუკა თაყაიშვილი (2)

იტალია

ლელო: ფედერიკო ზანანდრეა, ნელსონ კარასტელი, ედოარდო ტოდარო

გარდასახვა: ედოარდო ტოდარო (2)

უმცროსი „ბორჯღალოსნებისთვის“ შეხვედრა კარგად ვერ დაიწყო – მე-12 წუთზე არბიტრმა ანდრო დვალს წითელი ბარათი უჩვენა და დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრები მოედანზე 14 მორაგბით დარჩა. თუმცა ამის მიუხედავად, დიდი წინააღმდეგობა გაუწია მეტოქეს – პირველ ტაიმში მიხეილ ხახუბიამ ლელოს დადებაც მოახერხა, თუმცა იტალიელებმა ორჯერ შეძლეს ქართელების ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწება და ტაიმი მათ სასარგებლოდ დასრულდა – 12:5.

მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი სპანდერაშვილმა კიდევ ერთი ლელო დადო, რომელიც ლუკა თაყაიშვილმა ზუსტად გარდასახა და ანგარიში გათანაბრდა – 12:12.

62-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა – არბიტრმა მოედინდან მათე ღურწკაია 10 წუთით გააძევა და ჩენი გუნდი მოედანზე 13 მორაგბით დარჩა.

თამაშის ბოლო წუთები დრამატული გამოდგა – მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე „ბორჯღალოსნებმა“ რამდენიმეფაზიანი შეტევა განახორციელეს, რომელიც მიხეილ შიოშვილმა შესანიშნავი ლელოთი დააგვირგვინა და – 19:12.

თუმცა კაცნაკლულმა „ბორჯღალოსნებმა“ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს, იტალიამ ე.წ. „გაწითლებულ დროში“ მესამე ლელო დადო და ანგარიში გაათანაბრა.

შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა ბრძოლას მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის განაგრძობს.