რაგბი | 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები და მატჩების განრიგი ცნობილია #1TVSPORT
რაგბი | 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები და მატჩების განრიგი ცნობილია #1TVSPORT

27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით საქართველო 20-წლამდელ მორაგბეთა შორის მსოფლიო თასს უმასპინძლებს – შეხვედრები თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილე გუნდების რაოდენობა გაიზარდა და მასში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 4 ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ითამაშებს.

A ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, უელსი, საქართველო, ურუგვაი

B ჯგუფი: ახალი ზელანდია, იტალია, შოტლანდია, იაპონია

C ჯგუფი: არგენტინა, ინგლისი, ირლანდია, აშშ

D ჯგუფი: საფრანგეთი, ავსტრალია, ესპანეთი ფიჯი

A და C ჯგუფების მატჩები თბილისში გაიმართება, B და D ჯგუფების გუნდები კი ქუთაისში ითამაშებენ.

პირველ ადგილზე გასული გუნდები ნახევარფინალში გააგრძელებენ ბრძოლას, მეორეადგილოსნები მე-5-მე-8 ადგილებისთვის ითამაშებენ, მესამე ადგილზე გასულები – მე-9-მე-12 ადგილებს, ხოლო აუტსაიდერები მე-13-მე-16 ადგილებს გაითამაშებენ.

საქართველო ნაკრების მატჩების განრიგი:

27 ივნისი, „ავჭალა“, 18:00 | საქართველო – უელსი

2 ივლისი, „ავჭალა“, 20:30 | საქართველო – სამხრეთ აფრიკა

7 ივლისი, „ავჭალა“, 20:30 | საქართველო – ურუგვაი