რაგბი | 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის მეორე ტურში მსოფლიო ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკას შეხვდა და 5:33 დამარცხდა.
სამხრეთ აფრიკა – საქართველო 33:5
სამხრეთ აფრიკა
ლელო: მნებელელე (2), ჯუუსტე, გილიომი, კენონი
გარდასახვა: გილიომი (3), ფელიქსი
საქართველო
ლელო: ტაბატაძე
ანგარიში საქართველოს ნაკრებმა ლუკა ტაბატაძის მიერ დადებული ლელოთი გახსნა. მიღებული ლელოს შემდეგ სამხრეთ აფრიკამ ტემპს მოუმატა, უფრო აგრესიულად ათამაშდა, პირველი ნახევრის ბოლომდე ორი ლელო დადო და ტაიმი მსოფლიო ჩემპიონებმა 12:5 მოიგეს.
პირველი ტაიმის ბოლოს საქართველოს ნაკრების მდგომარეობა გართულდა, არბიტრმა ლევან ეზიეშვილი სინბინში გაუშვა, ეპიზოდის გადახედვის შემდეგ კი ქართველ მორაგბეს ყვითელი ბარათი წითლით შეუცვალეს და უმცროსი „ბორჯღალოსნები“ კაცნაკლულნი დარჩნენ.
მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ერთი ჩვენი მორაგბე გააძევეს 10 წუთით და 13 მოთამაშით დავრჩით.
სამხრეთ აფრიკას კი ასეთი რიცხვობრივი უპირატესობით სარგებლობა არ გასჭირვებია და საბოლოოდ ბონუსქულით მოიგო – 33:5.
ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში უელსმა ურუგვაი 47:0 დაამარცხა.
მომდევნი მატჩს საქართველოს ნაკრები 7 ივლისს, 20:30 საათზე „ავჭალის“ სტადიონზე ურუგვაისთან გამართავს – მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.