რაგბი | 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები ესპანეთს შეხვდება #1TVSPORT
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ბრძოლას მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის განაგრძობს.
14 ივლისს ნახევარფინალში უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ესპანეთის 20-წლამდელთა ნაკრებს ეთამაშებიან, რომელთან მოგების შემთხვევაში მეცხრე ადგილის დასაკავებლად, ფინალში ირლანდიისა და შოტლანდიის 20-წლამდელების ნაკრებების მატჩში გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.
ესპანეთთან მატჩი 14 ივლისს ქალაქ ვერონაში გაიმართება და 17:30 საათზე დაიწყება.