რაგბი | 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე მეხუთე და მეცამეტე ადგილების ნახევარფინალური მატჩები გაიმართა #1TVSPORT

23:17, 12.07.2026

საქართველოში მიმდინარე რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე პლეიოფის მატჩები გაიმართა.

მე-5 ადგილისთვის ნახევარფინალში შოტლანდიამ არგენტინა 44:26 დაამარცხა, უელსმა კი ავსტრალიას სძლია – 38:36. ფინალში ერთმანეთს შოტლანდია და უელსი დაუპირისპირდებიან და მეხუთეადგილოსნის ვინაობას გაარკვევენ, ხოლო არგენტინისა და ავსტრალიის მატჩში გამოვლინდება გუნდი, რომელიც მეშვიდე ადგილს დაიკავებს.

მე-13 ადგილისთვის ნახევარფინალში იაპონიამ აშშ-ს 71:21 მოუგო, ესპანეთმა კი ურუგვაი 57:6 დაამარცხა. იაპონია და ესპანეთი ფინალში მე-13 ადგილისთვის ითამაშებენ, აშშ და ურუგვაი კი მე-15 ადგილზე გასულ გუნდს გამოავლენენ – მატჩები 17 ივლისს გაიმართება.

20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი პირდაპირ შემოგთავაზებთ.

მსგავსი