მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ახალი ზელანდია 23:15 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ახალი ზელანდია – სამხრეთ აფრიკა 15:23
ახალი ზელანდია
ლელო: სა, კუნავავე
გარდასახვა: კოლე
ჯარიმა: რიკო სიმპსონი
სამხრეთ ფრიკა
ლელო: ნიალი, მენტოე
გარდასახვა: მოიო (2)
ჯარიმა: მოიო (3)
სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა დასწყისშივე მოახერხა გარდასახული ლელოთი დაწინაურება, ზელანდილელებმა 23-ე წუთზე ერთი ლელო დადეს, მაგრამ ერთ წუთში არბიტრმა მათი მოთამაშე მოედნიდან გააძევა და დარჩენილ დროში ახალი ზელანდია მოედანზე 14 მორაგბით დარჩა.
სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა რიცხვობრივი უპირატესობა გამოიყენა და საბოლოოდ ისტორიაში მეორედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.
ფინალამდე მსოფლიო თასზე მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართა, რომელშიც არგენტინის ნაკრებმა საფრანგეთი დაძაბულ ბრძოლაში 38:35 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
საბოლოოდ ტურნირზე ადგილები ასე განაწილდა:
1. სამხრეთ აფრიკა
2. ახალი ზელანდია
3. არგენტინა
4. საფრანგეთი
5. ავსტრალია
6. ინგლისი
7. იტალია
8. უელსი
9. საქართველო
10. შოტლანდია
11. ირლანდია
12. ესპანეთი