რაგბი | 20-წლამდელთა მსოფლიო თასის ფინალში ერთმანეთს სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი შეხვდებიან #1TVSPORT
საქართველოში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე 20-წლამდე მორაგბეთა შორის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.
საფრანგეთის ნაკრებმა დაძაბულ ბრძლაში ბოლო წუთზე დადებული ლელოთი ახალი ზელანდია 26:22 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
მეორე ნახევარფინალში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი სამხრეთ აფრიკის ნაკრები ინგლისს დაუპირისპირდა, 53:37 მოიგო და ტიტულის დაცვას შეეცდება.
ფინალური მატჩი საფრანგეთსა და სამხრეთ აფრიკას შორის 18 ივლისს, 20:30 საათზე დაიყება, მანამდე კი, 18:00 საათზე მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ახალი ზელანდიისა და ინგლისის ნაკრებები შეხვდებიან.
ორივე მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, პიდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
დარჩენილი მატჩების განრიგი:
17 ივლისი
მატჩი მე-7 ადგილისთვის
18:00 | არგენტინა – ავსტრალია
მატჩი მე-15 ადგილისთვის
18:00 | აშშ – ურუგვაი
მე-5 ადგილისთვის
20:30 | შოტლანდია – უელსი
მე-13 ადგილისთვის
20:30 | იაპონია – ესპანეთი
18 ივლისი
მე-3 ადგილისთვის
18:00 | ახალი ზელანდია – ინგლისი
მე-11 ადგილისთვის
18:00 | საქართველო – ფიჯი
მე-9 ადგილისთვის
20:30 | იტალია – ირლანდია
ფინალი
20:30 | საფრანგეთი – სამხრეთ აფრიკა