რაგბი | 20 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ავსტრალიასთან ტესტმატჩს გამართავს #1TVSPORT
რაგბი | 20 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ავსტრალიასთან ტესტმატჩს გამართავს #1TVSPORT

ცნობილი გახდა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კიდევ ერთი მეტოქე ზაფხული ტესტმატჩებზე – 20 ივლისს სიდნეიში „ბორჯღალოსნები“ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

კიდევ ერთ ტესტმატჩს საქართველოს ნაკრები 13 ივლისს სენდაიში იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ზაფხულის ტესტების სხვა მეტოქეების ვინაობა და თამაშების გამართვის თარიღები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

იოსებ ტყემალაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): „მოუთმენლად ველით ავსტრალიაში გამგზავრებას და მათთან თამაშს. დიდ მადლობას ვუხდი ავსტრალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტს, ბატონ ჯო როფს მიწვევისთვის და საპასუხოდ „ვოლაბებს“ საქართველოში სათამაშოდ ვეპატიჟები.

ავსტრალია მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ელიტის წარმომადგენელია. მათი ჩვენთან თამაშის სურვილი იმაზე მეტყველებს, რომ ქართული რაგბი ვითარდება. იაპონიასთან თამაშიდან ერთ კვირაში საქართველოს ნაკრები სიდნეიში ჩავა და 2023 წლის მსოფლიო თასზე ნაჩვენები შედეგისთვის რევანშის აღების შესაძლებლობა ექნება“.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან 15:35 დამარცხდა.