რაგბი | 18-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს #1TVSPORT

17:35, 06.10.2026

საქართველსო 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის პირველ ნახევარში რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართება.

ტურნირში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას – საქართველო, ესპანეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი, გერმანია, პორტუგალია, პოლონეთი და ბელგია.

გათამაშება პლეიოფის სისტემით ტარდება. 7 ნოემბერს მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართება, 10 ნოემბერს – ნახევარფინალები, ხოლო 14 ნოემბერს – ფინალი.

უმცროსი „ბორჯღალოსნების“ პირველი მეტოქე პოლონეთის ნაკრები იქნება, მატჩი 7 ნოემბერს, 16:30 საათზე დაიწყება, წარმატების შემთხვევაში ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე ნიდერლანდებსა და პორტუგალიის შეხვედრაში გამარჯვებული იქნება.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ბოლო ათი ევროპის ჩემპიონატის ფინალისტია, საიდანაც პირველი სამი ფინალი საფრანგეთთან დათმო, მეოთხე ჯერზე კი მას გადამწყვეტ მატჩში სძლია და მას შემდეგ ტიტულს ზედიზედ ექვსჯერ დაეუფლა.

შარშან უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ფინალი ესპანეთთან დათმეს და წელს ტიტულის დაბრუნებას პრაღაში შეეცდებიან.

მსგავსი