რაგბი | 18-წლამდელთა ნაკრებმა ექვსი ერის ფესტივალისთვის მზადება „შევარდენის“ ბაზაზე დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე 2025 წლის ექვსი ერის ფესტივალისთვის მზადება დაიწყო.
გუნდის მთვარმა მწვრთნელმა, ზურაბ ამონაშვილმა შეკრებაზე 45 მორაგბე გამოიძახა, რომელთაგან ექვსი ლეგიონერია – ოთხი ფრანგული, ორი კი ინგლისური კლუბიდან. გუნდს კიდევ ორი ლეგიონერი დაემატება – „ტულონის“ მეორეხაზელი, 18-წლამდელთა კაპიტანი დავით ბარამია და „მონპელიეს“ მეორეხაზელი ნიკოლოზ ჩხორთოლია თბილისში 25 მარტს ჩამოვლენ.
ფესტივალზე გამგზავრებამდე უმცროსი „ბორჯღალოსნები“ თბილისში, „ავჭალაზე“ ფრანგ თანატოლებს შეერკინებიან – შეხვედრა 29 მარტს, 16:00 საათზე დაიწყება.
ექვსი ერის ფესტივალს საფრანგეთის საკურორტო ქალაქი ვიში უმასპინძლებს, სადაც ნაკრები 7 აპრილს გაემგზავრება. ფესტივალში, საქართველოსა და ექვსი ერის ქვეყნებთან (ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) ერთად, წელს, პორტუგალიის ნაცვლად, ესპანეთი ითამაშებს.
ფესტივალი 10 აპრილს საქართველოსა და იტალიის მატჩით გაიხსნება; 14 აპრილს უმცროსი „ბორჯღალოსნები“ უელსს ეთამაშებიან, 18 აპრილს კი – ირლანდიას.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ექვსი ერის ფესტივალისთვის:
ნიკოლოზ ტორაძე („რუენი“, საფრანგეთი), საბა გოგრიჭიანი („ლოკომოტივი“), ნიკოლოზ ბალანჩივაძე („ოიონა“, საფრანგეთი), მინდია ხორავა („ორიაკი“, საფრანგეთი), შოთა გვრიტიშვილი („ლელო“), საბა ჯიბღაშვილი („ლელო“), ირაკლი ყოლბაია („ლელო“), გიორგი გაბუნია („ლელო“), ნიკა ხოშტარია („ფოთი“), დავით ხურციძე („ლელო“), ლუკა ჭაკუა („ფოთი“), ნიკა მიქაძე („ლელო“), გოგა ბერიძე („ბათუმი“), მათე მახარაძე („ბათუმი“), ლუკა შულაია („ლელო“), მათე ბერუაშვილი („ლოკომოტივი“), ლუკა ტაბატაძე („არმია“), ბექა წამალაიძე („არმია“), საბა გიორგიძე („ლელო“), ნიკა ხაფავა („ყოჩები“), გიორგი არძენაძე („ბათუმი“), გიორგი ზაზაძე („ხარები“), თაზო მეიფარიანი („აია“), გაბრიელ ჩიქოვანი („რაშები“), ნიკა ფანცულაია („არმია“), ტატო ტალახაძე („აია“), საბა მერებაშვილი („ლელო“), გაბრიელ რაზმაძე („ორიაკი“, საფრანგეთი), ლევან ბუცხრიკიძე („ლელო“), რეზო მათიაშვილი („ყოჩები“), ნიკა თექთურმანიძე („ხვამლი“), სანდრო გამყრელიძე („აკადემია“), გიორგი ხონელიძე („ლელო“), დემეტრე დევდარიანი („სენტ მერი“, ინგლისი), გივი ჩიხლაძე („აია“), ოთარ ელიაშვილი („გორი“), იოსებ ღვინჯილია („ლელო“), გოგა უშვერიძე („აია“), დატა ახვლედიანი („ლელო“), ანდრია ბილანიშვილი („ინგლისი“), დავით არობელიძე („არმია“), საბა მშვილდაძე („აია“), ავთანდილ ზვიადაძე („აია“), გიორგი კეკელია („ლოკომოტივი“), ლუკა ბერძენიშვილი („ლელო“).
მთავარი მწვრთნელი: ზურა ამონაშვილი.