რაგბი | 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSORT
რაგბი | 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSORT

11 ნოემბერს საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას ჩაატარებს.

ტურნირის 1/4-ფინალში საქართველოს მეტოქე დებიუტანტი შვეიცარიის ნაკრები იქნება. მატჩი საქართველოს დროით 18:00 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში ზურაბ ამონაშვილის შეგირდები ნახევარფინალში ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

შეგახსენებთ, ტურნირზე ყველა ადგილი გათამაშდება. 1/4-ფინალში გამარჯვებული გუნდები თასის ნახევარფინალში გადიან, დამარცხებულები კი მე-5-მე-8 ადგილებისთვის განაგრძობენ ბრძოლას. ნახევარფინალები 14 ნოემბერს გაიმართება, ხოლო ფინალები 18 ნოემბერსაა ჩანიშნული.

18-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ზურაბ ამონაშვილმა სასტარტო შემადგენლობა დაასახელა, რომელიც შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. დავით ბარბაქაძე (არმია), 13. სანდრო სესიაშვილი (არმია), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 10. ბუბა ნოზაძე (ბათუმი), 9. გიორგი ჯაში (არმია);

შერკინება: 1. გიორგი მესხიძე (ხვამლი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. ნიკა ქუმარიტოვი (ლოკომოტივი), 4. თემო წულუკიძე (იუნკრები), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 6. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. ანდრო დვალი (ლელო, კაპ.).

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. კახა შეყილაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 18. მათე ღურწკაია (ყოჩები), 19. დავით ლაგვილავა (გრენობლი, საფრანგეთი), 20. გიორგი ძაგანია (სტად ნისუა, საფრანგეთი); 21. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო), 22. გიგი სირბილაძე (სქარბოროუ, ინგლისი), 23. ლუკა კეშელავა (არმია), 24. ნუგი ქევხიშვილი (ლელო), 25. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 26. მიხეილ შიოშვილი (ლელო).

ზურაბ ამონაშვილი (საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „შვეიცარიისგან სიურპრიზებს არ ველოდებით და უფრო მომდევნო მეტოქეებზე ვართ ფოკუსირებული. ბელგიასა და ნიდერლანდებს განაცხადში მრავლად ჰყავთ ლეგიონერები საფრანგეთიდან და ბრიტანეთიდან. ვფიქრობ, მათთან თამაში საინტერესო იქნება. რაც შეეხება ესპანეთსა და პორტუგალიას, ფინალამდე ორ-ორი თამაში გვიწევს და მათ ადგილზე დავაკვირდებით. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე კარგად დაბალანსებული, მოძრავი გუნდია და ჩვენთვის უხერხული მეტოქეები არიან“.