„ბარსელონას“ ნახევარმცველი რაფინია ექვსი თვე ვერ შეძლებს თამაშს.
ნოემბერში, ატლეტიკოს წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ბრაზილიელმა მუხლზე ტრავმა მიიღო, რის გამოც ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო.
ეს რაფინიას მესამე სერიოზული ტრავმაა. პირველად მან მარჯვენა მუხლის ტრავმა 2015 წელს მიიღო, 2017 წელს კი მენისკი დაიზიანა და შვიდი თვე გამოტოვა.
25 წლის ბრაზილიელმა ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის ხუთი და ჩემპიონთა ლიგის ორი მატჩი ითამაშა.