მადრიდის „რეალის“ მცველმა რაფაელ ვარანმა, შესაძლოა, დატოვოს „სამეფო კლუბი“, – წერს გაზეთი „ეკიპი“ (L’Equipe). აღნიშნავენ, რომ ფრანგს სხვა ქვეყნის ჩემპიონატში სურს ძალების მოსინჯვა.
25 წლის ფეხბურთელის შეძენით უკვე დაინტერესდა „მანჩესტერ იუნაიტედი“. ინგლისურმა კლუბმა, შესაძლოა, განაახლოს რეკორდი დაცვის ხაზის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშის მხრივ. ეს რეკორდი ეკუთვნის „ლივერპულს“, რომელმაც „საუთჰემპტონიდან“ 85 მილიონ ევროდ შეიძინა ვირჯილ ვან დეიკი.
ვარანი „რეალში“ 2011 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში, მან მადრიდელთა რიგებში 268 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. ესპანურ გუნდში მას ოთხჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ – უეფას სუპერთასი და ორ-ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი და ქვეყნის სუპერთასი.