რაფაელ ნადალმა მონტე კარლოს „მასტერსის“ მერვედფინალში მხოლოდ ორი გეიმი დათმო #1TVSPORT
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა მორიგი დამაჯერებელი მატჩი ჩაატარა მონტე კარლოს „მასტერსზე“. ტურნირის 11-გზის ჩემპიონმა მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს – 6:1, 6:1. შეხვედრა სულ რაღაც 57 წუთი გაგრძელდა.
ნადალმა მთელი მატჩის განმავლობაში ცხრა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. დიმიტროვს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ ჰქონია, საერთო ჯამში კი ნადალის გეიმებში მხოლოდ რვა გათამაშება მოიგო.
ნადალი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც რუს ანდრეი რუბლიოვსა და ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს შორის მოგებულს შეხვდება.