მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი ბრისბენში, ATP-ის ტურნირზე არ ითამაშებს, რომელიც ამ კვირას მიმდინარეობს. რაფამ მიზეზად ბარძაყის კუნთის დაჭიმვა დაასახელა. მეორე წრეში ნადალს ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგასთან უნდა ეთამაშა. ძირითად ბადეში ის იაპონელმა ტარო დანიელმა შეცვალა.
ნადალს ოფიციალური მატჩი შარშან, სექტემბრის შემდეგ არ ჩაუტარებია. ახალ სეზონში რაფამ უკვე მოასწრო ერთი შეხვედრის ჩატარება. ეს მოხდა აბუ დაბის საჩვენებელ ტურნირზე, როცა ნახევარფინალი სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან წააგო.