რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღიაზე თამაში დაადასტურა
რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღიაზე თამაში დაადასტურა

„დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი მონაწილეობას მიიღებს ავსტრალიის ღია პირველობაში. ესპანელი ჩოგბურთელის სიტყვებით, ორკვირიანი კარანტინი, რომელიც ტურნირის ყველა მონაწილისთვის აუცილებელი ნორმა შეიძლება გახდეს, მისთვის პრობლემა არ იქნება.

„რა თქმა უნდა, ავსტრალიის ღია პირველობა შედის ჩემს გეგმებში და ჩემი კალენდრის ნაწილია. თუ მოგვიწევს კარანტინში 14 დღის გატარება, უმჯობესია, მაქსიმალურად კარგად დავგეგმოთ ტურნირისთვის მზადება“, – განაცხადა ნადალმა.

ასევე მსოფლიოს მეორე ჩოგანმა დაადასტურა თავისი მონაწილეობა წლის შემაჯამებელ ტურნირზე, რომელიც ლონდონში 15-22 ნოემბერს გაიმართება.