რაფაელ ნადალის გულშემატკივრები დამშვიდდნენ - კარიერა არა ჩოგბურთელმა, არამედ ცხენმა „ნადალმა“ დაასრულა
რაფაელ ნადალის გულშემატკივრები დამშვიდდნენ - კარიერა არა ჩოგბურთელმა, არამედ ცხენმა „ნადალმა“ დაასრულა

საჩოგბურთო სამყარო რამდენიმე საათი შეშფოთებული და შეშინებული იყო ახალი ამბით იმის შესახებ, რომ ესპანელმა რაფაელ ნადალმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მაგრამ, მოგვიანებით გაირკვა, რომ ლაპარაკი იყო ცხენზე, რომლის მეტსახელია „ნადალი“.

სამი წლის ბედაურმა, რომელმაც ოთხ დოღში მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, ტრავმის გამო დაასრულა კარიერა. ამის შესახებ სააგენტო „ეი-ფი“-ს (AP) მისმა მწვრთნელმა, ბობ ბაფერტმა გამოუცხადა.

ჩოგბურთელი ნადალი მსოფლიოს მეორე ჩოგანია და „დიდი სლემის“ 20 ტურნირი აქვს მოგებული.