მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი, აპირებს თავისი მეორე საჩოგბურთო აკადემია, ამჯერად, საბერძნეთის ქალაქ ჰალკიდიკიში გახსნას. გახსნის საზეიმო ცერემონია ამა წლის აპრილშია დაგეგმილი.
აკადემიის ტერიტორიაზე რვა კორტი, საცხოვრებელი კომპლექსი, სასწავლო დაწესებულება და რესტორანი იქნება. ესპანელი ჩოგბურთელის პირველი აკადემია, უკვე რამდენიმე წელია, მის მშობლიურ კუნძულ მალიორკაზე ფუნქციონირებს.
რაფაელ ნადალი ამჟამად მელბურნში იმყოფება და ავსტრალიის ღია პირველობისთვის ემზადება. ესპანელი 14 იანვარს ითამაშებს. პირველ წრეში ის მსოფლიოს 238-ე ჩოგანს, ავსტრალიელ ჯეიმს დაკუორტს შეხვდება.