რაფაელ ნადალი პირველი ჩოგბურთელია, ვინც რეიტინგის ტოპ-ათეულში ზედიზედ 800 კვირა გაატარა
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა მამაკაცთა ჩოგბურთში ისტორიული რეკორდი დაამყარა. ის გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელიც პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგის პირველ ათეულში ზედიზედ 800 კვირა იმყოფება.
„დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონი კლასიფიკაციის TOP10-ში 2005 წლის აპრილში შევიდა, როცა ის მხოლოდ 18 წლის იყო. მას შემდეგ, ნადალს საუკეთესო ათეულის რიგები არ დაუტოვებია, ყველაზე ხშირად კი მეორე ადგილზე იმყოფებოდა – 364 კვირა.
TOP10-ში ზედიზედ გატარებული კვირების რაოდენობით მეორე ადგილზეა ამერიკელი ჯომი კონორსი – 789 კვირა. სამეულშია 734 კვირით შვეიცარიელი როჯერ ფედერერი.