მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, რაფაელ ნადალმა კომენტარი გაუკეთა გერმანელი ალექსანდრ ზვერევის სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ ესპანელი წელს დაასრულებს კარიერას.
„არ ვიცი, რა მოხდება ექვსი თვის შემდეგ. მე კარგი ურთიერთობა მაქვს ზვერევთან, მაგრამ არა იმდენად, რომ მისთვის ასეთი საიდუმლო გამენდო.
რეალობა ისეთია, რომ მე აქ იმისთვის ვარ, რათა ჩოგბურთი ვითამაშო, ჩავატარო კარგი 2023 წელი, ვიბრძოლო ყველაფრისთვის, რისთვისაც ვიბრძოდი მთელი კარიერის განმავლობაში. და არ ვფიქრობ კარიერის დასრულებაზე“, – მოჰყავს ნადალის სიტყვები Eurosport-ს.