ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ მკითხველებში მასშტაბური გამოკითხვა ჩაატარა ყველა დროის საუკეთესო ესპანელი სპორტსმენის გამოსავლენად.
გამოკითხვა ტარდებოდა პლეი ოფის სისტემით – თითოეულ რაუნდში სპორტსმენები წყვილებად იყვნენ დაყოფილნი.
ფინალში გავიდნენ ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი და კალათბურთელი პაუ გასოლი. ნადალმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა – მან ხმების 82 პროცენტი მიიღო.
ფინალამდე ნადალმა ავტომრბოლელ კარლოს საინსს და ლეგენდარულ ველომრბოლებს – ალბერტო კონტადორსა და მიგელ ინდურაინს აჯობა.
რაფაელ ნადალს „დიდი სლემის“ 19 ტიტული აქვს მოგებული.