რაფაელ ნადალი ესპანეთის ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენად აირჩიეს

11:31, 18.05.2020

ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ მკითხველებში მასშტაბური გამოკითხვა ჩაატარა ყველა დროის საუკეთესო ესპანელი სპორტსმენის გამოსავლენად.

გამოკითხვა ტარდებოდა პლეი ოფის სისტემით – თითოეულ რაუნდში სპორტსმენები წყვილებად იყვნენ დაყოფილნი.

ფინალში გავიდნენ ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი და კალათბურთელი პაუ გასოლი. ნადალმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა – მან ხმების 82 პროცენტი მიიღო.

ფინალამდე ნადალმა ავტომრბოლელ კარლოს საინსს და ლეგენდარულ ველომრბოლებს – ალბერტო კონტადორსა და მიგელ ინდურაინს აჯობა.

რაფაელ ნადალს „დიდი სლემის“ 19 ტიტული აქვს მოგებული.

მსგავსი