რაფაელ გროსი - ისრაელმა იერიში მიიტანა ნათანზში ირანის ბირთვული გამდიდრების მთავარ ობიექტზე, ყურადღებით ვაკვირდებით უკიდურესად შემაშფოთებელ სიტუაციას
საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ დაადასტურა, რომ ისრაელმა იერიში მიიტანა ნათანზში ირანის ბირთვული გამდიდრების მთავარ ობიექტზე.
ამის შესახებ რაფაელ გროსიმ „იქსში“ დაწერა.
მისი თქმით, „ყურადღებით აკვირდება ირანში არსებულ უკიდურესად შემაშფოთებელ სიტუაციას“.
სააგენტოში განაცხადეს, რომ კონტაქტზე არიან ირანის ხელისუფლებასთან ობიექტზე რადიაციის დონის, ასევე ირანში მყოფი ინსპექტორების თაობაზე.