რაფაელ გლუქსმანი - სააკაშვილს ციხეში რამე რომ დაემართოს, პასუხისმგებლები იქნებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, ასეთ შემთხვევაში, დაივიწყეთ ყველაფერი, რაც შეიძლება, ევროპიდან მიიღოთ
ევროპარლმენტში „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ წევრის, რაფაელ გლუქსმანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საკითხი პირდაპირაა დაკავშირებული კანდიდატის სტატუსთან.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას თუ სურს კანდიდატის სტატუსი, მაშინ მთავარი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ სააკაშვილს მიეცეს ევროპაში მკურნალობის საშუალება.
„ეს საკითხი პირდაპირაა დაკავშირებული კანდიდატის სტატუსთან. თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს კანდიდატის სტატუსი, მაშინ პირველი და მთავარი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს ევროპაში გასვლისა და იქ მკურნალობის საშუალება. სააკაშვილს ციხეში რამე რომ დაემართოს, სრულად პასუხისმგებლები იქნებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. ასეთ შემთხვევაში, დაივიწყეთ ყველაფერი, რაც ევროპიდან შეიძლება, მიიღოთ. ახლა აქაც, ამ პარლამენტშიც და ამ პარლამენტს მიღმაც ეს არის ლაკმუსის საქმე. თუ თქვენ გინდათ საქართველო ევროპაში, და ჩვენ ეს ყველას გვინდა, მაშინ მიშას საქმე ამ გზაზე გადადგმული პატარა ნაბიჯია“, – განაცხადა რაფაელ გლუქსმანმა.