რადრადრა კარიერას ინგლისურ კლუბში გააგრძელებს
რადრადრა კარიერას ინგლისურ კლუბში გააგრძელებს

2019 წლის რაგბის მსოფლიოს თასის გათამაშების ერთ-ერთი ვარსკვლავი, ფიჯელი სემი რადრადრა კარიერას პრემიერშიფში გააგრძელებს. რადრადრა მომდევნო 3 წლის განმავლობაში „ბრისტოლში“ ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„სემის გადაბირებით მსოფლიოს ძალიან ბევრი კლუბი იყო დაინტერესებული, თუმცა ეს ჩვენ მოვახერხეთ, რაც ძალიან კარგი მუშაობის შედეგია. სემი პროფესიონალია, უმაღლესი დონის შემსრულებელი. როგორც მოთამაშე ის ზუსტად შეესაბამება ჩვენი გუნდის კულტურას“-განაცხადა „ბრისტოლის“ მთავარმა მწვრთნელმა პეტ ლემმა

ბრისტოლი“ ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია და ერთ-ერთ საუკეთესო რაგბის თამაშობს. ძალიან ველოდები პრემიერშიპში თამაშს . „ბრისტოლი“ ფანტასტიკური კლუბია და ვიმედოვნებ, მათ წარმატებაში მეც შევიტან წვლილს“- განაცხადა სემი რადრადრამ

27 წლის ფიჯელი მორაგბე სემი რადრადრას მიმართ განსკუთრებული ინტერესი 2019 წლის მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ, კიდევ უფრო გაძლიერდა. კუნძულელთა რიგებში ის ერთ-ერთი გამორჩეული იყო და მსოფლიოს თასზე თითოეულ მატჩში ბურთით საშუალოდ 100 მეტრს გარბოდა. რადრადრა უელსთან შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. საქართველოს წინააღმდეგ შეხვედრაში კი 27 წლის ფიჯელმა ბორჯღალოსნებს ორი ლელო დაუდო.