რადოსლავ სიკორსკი – კონსტიტუციაში ვერ ვხედავ პრეზიდენტის უფლებამოსილებას, ჩაერთოს საგანმანათლებლო საქმიანობაში გადასახადის გადამხდელების ხარჯზე

16:43, 29.11.2026
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის იდეას აკრიტიკებს, რომელიც ქვეყანას უკეთესობისკენ შესაცვლელად და ახალგაზრდა ლიდერების მოსამსაზდებლად საპრეზიდენტო აკადემიის შექმნას გულისხმობს.

„კონსტიტუციაში ვერ ვხედავ პრეზიდენტის უფლებამოსილებას, ჩაერთოს საგანმანათლებლო საქმიანობაში გადასახადის გადამხდელების ხარჯზე“, – დაწერა სიკორსკიმ სოციალურ ქსელში.

მედიის ცნობით, პოლონეთში საპრეზიდენტო აკადემიის გახსნის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ვებგვერდსა და სოციალურ მედიაში 28 ნოემბერს გავრცელდა.

„დღეს პოლონეთს სჭირდება ახალგაზრდა ლიდერები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას უკეთესობისკენ შეცვლიან. გეპატიჟებით საპრეზიდენტო აკადემიაში მონაწილეობის მისაღებად“, – განაცხადა ნავროცკიმ.

პოლონეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საპრეზიდენტო აკადემია უფასო პროგრამაა 18-დან 30 წლამდე ასაკის პირებისთვის, რომლებიც მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ სოციალურ, სამეცნიერო, კულტურულ ან სპორტულ აქტივობებში. პროგრამა 2026 წლის 28 ნოემბრიდან 2027 წლის 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.

პროგრამას პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კანცელარია საპრეზიდენტო ახალგაზრდულ საბჭოსთან თანამშრომლობით მართავს.

 

მსგავსი