„ლეიკერსისა“ და „ჰიუსტონის“ მატჩში, გუნდების გამთამაშებლებმა – რაჟონ რონდომ და კრის პოლმა, ერთმანეთში ხელჩართული ჩხუბი გამართეს.
თავდაპირველად, პოლმა თითი მიარტყა სახეში რონდოს და საპასუხო დარტყმა მიიღო, რის შემდეგაც, მოედანზე მასშტაბური ჩხუბი ატყდა.
საბოლოოდ, პოლი და რონდო მოედნიდან გააძევეს. იგივე ბედი „ლეიკერსის“ ფორვარდს – ბრენდონ ინგრემს ეწია.
მატჩი „ჰიუსტონმა“ 124:115 მოიგო.