რაჟონ რონდომ და კრის პოლმა მოედანზე დიდი ჩხუბი მოაწყვეს [ვიდეო]
„ლეიკერსისა“ და „ჰიუსტონის“ მატჩში, გუნდების გამთამაშებლებმა – რაჟონ რონდომ და კრის პოლმა, ერთმანეთში ხელჩართული ჩხუბი გამართეს.
Rondo, Paul, Ingram throwing punches pic.twitter.com/VaUneV5gew
— Jon Machota (@jonmachota) October 21, 2018
თავდაპირველად, პოლმა თითი მიარტყა სახეში რონდოს და საპასუხო დარტყმა მიიღო, რის შემდეგაც, მოედანზე მასშტაბური ჩხუბი ატყდა.
საბოლოოდ, პოლი და რონდო მოედნიდან გააძევეს. იგივე ბედი „ლეიკერსის“ ფორვარდს – ბრენდონ ინგრემს ეწია.
მატჩი „ჰიუსტონმა“ 124:115 მოიგო.