რაჟდენ კუპრაშვილი - გვიხარია, რომ ანტიკორუფციული ბიურო იმ დროს ერთვება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა ჩვენი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის მხრივ ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა
რაჟდენ კუპრაშვილი - გვიხარია, რომ ანტიკორუფციული ბიურო იმ დროს ერთვება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა ჩვენი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის მხრივ ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა

გვიხარია ფაქტი, რომ ანტიკორუფციული ბიურო იმ დროს ერთვება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა ჩვენი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის მხრივ შეფასებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე. ჩვენ ევროკავშირის დაახლოებით 14 ქვეყანას ვუსწრებთ და ნატო-ს წევრ 11 ქვეყანაზე წინ ვართ, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ დამტკიცდა ანტიკორუფციული ბიუროს დებულება, მანამდე კი შესწავლილი იყო ევროპის საუკეთესო გამოცდილება და ამ კონცეფციაზე იქნა აგებული ქართული ანტიკორუფციული ბიუროს დებულება.

„კორუფცია ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორია თანამედროვე დემოკრატიის განვითარებისთვის, ბიზნესის განვითარებისთვის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვისთვის. შესაბამისად, ადამიანს კორუფციის პირობებში უჩნდება უნდობლობა საჯარო სექტორის მიმართ. ამგვარად, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტს წარმოადგენს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. 2014 წელს, როცა ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, საქართველომ დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება. იმ რეფორმების შედეგია ის, რაც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა. გვიხარია ფაქტი, რომ ანტიკორუფციული ბიურო იმ დროს ერთვება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა ჩვენი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის მხრივ შეფასებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე. ჩვენ ევროკავშირის დაახლოებით 14 ქვეყანას ვუსწრებთ და ნატო-ს წევრ 11 ქვეყანაზე წინ ვართ.

რამდენიმე დღის წინ დავამტკიცეთ ანტიკორუფციული ბიუროს დებულება. მანამდე ჩვენ შევისწავლეთ ევროპის საუკეთესო გამოცდილება და ასევე ის რეკომენდაციები, რომლითაც შეფასებული იყო სხვადასხვა ქვეყნის ანტიკორუფციული ბიუროები და ზუსტად ამ კონცეფციაზე ავაგეთ ქართული ანტიკორუფციული ბიუროს დებულება. ის პასუხობს ყველა საერთაშორისო ნორმას და კონვენციის ვალდებულებებს.