კულტურულ-შემოქმედებით დაწესებულებებს რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვების უფლება ეძლევათ
კულტურულ-შემოქმედებით დაწესებულებებს რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვების უფლება ეძლევათ.
შესაბამისი ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორები დეპუტატები გიორგი გაბუნია და ნოდარ ტურძელაძე არიან. მოქმედი კანონით, ადმინისტრაციულ ორგანოს აკრძალული ჰქონდა რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვების უფლება, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა.
ამჯერად, საქართველოს კულტურის სამინისტროს, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების კულტურის სამინისტროების მმართველობის სფეროში მოქმედ კულტურულ-შემოქმედებითი ტიპის დაწესებულებებს რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვების უფლება მიეცემათ, რაც, ინიციატორების მოსაზრებით, ხელს შეუწყობს კულტურის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას.