ისრაელის მედიის ინფორმაციით, რადიკალურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქ აშდოდის მიმართულებით 50 რაკეტა გაუშვა
ისრაელის მედიის ინფორმაციით, რადიკალურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქ აშდოდის მიმართულებით 50 რაკეტა გაუშვა

რადიკალურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქ აშდოდის მიმართულებით 50 რაკეტა გაუშვა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, პალესტინური სამხედრო ჯგუფების სამიზნე ასევე გახდა გედერა, აშქელონი და ღაზის სექტორის მოსაზღვრე ისრაელის დასახლებები.

გავრცელებული ცნობით, ბერშევაში და დიმონაში საგანგაშო გამაფრთხილებელი სიგნალები ისმის. „ჰამასმა“ დიმონას წინააღმდეგ, სადაც ისრაელის მთავარი ბირთვული რეაქტორია განთავსებული, 15 რაკეტა ისროლა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა საშინაო ფრონტის საგანგებო მდგომარეობის მზადყოფნის რეჟიმი ორი კვირით, ღაზის სექტორიდან 80 კილომეტრის მანძილზე გააფართოვა.

დღეს ისრაელში უსაფრთხოების კაბინეტის სხდომა გაიმართება.