თურქული პრესის ინფორმაციით, „გალათასარაის“ ფორვარდმა რადამელ ფალკაომ, შესაძლოა, თავისი ამჟამინდელი კლუბი დატოვოს.
როგორც იტყობინებიან, კოლუმბიელი არ დაეთანხმა ხელფასის შემცირების წინადადებას და თურქული გრანდიდან წასვლას გეგმავს. ფორვარდს შეთანხმება აქვს ყატარის „ალ-სადთან“, რომელსაც „ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველი ჩავი ავარჯიშებს. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, ახალ კლუბში ფალკაოს ხელფასი წელიწადში 10 მილიონ ევროს გაუტოლდება.
მიმდინარე სეზონში თურქეთის ჩემპიონატში ფალკაომ 14 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა.